პრესრელიზი
19 ნოემბერი,2010
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობა
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248
+995 77 720 144
sbalavadze@bog.ge
"საქართველოს ბანკი" ფულადი გზავნილების აქციას იწყებს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 19 ნოემბერი, 2010 წელი - სს "საქართველოს ბანკმა", საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა ფულადი გზავნილების აქციის დაწყების შესახებ.
2010 წლის 20 ნოემბრიდან, 2011 წლის 20 თებერვლამდე, "საქართველოს ბანკის" ნებისმიერი სერვისცენტრიდან, ბანკში არსებული ნებისმიერი სახის ფულადი გზავნილით თანხის მიღებისას ან გაგზავნისას, მომხმარებელს გადაეცემა სასაჩუქრე კუპონი. თითოეულ მიღებულ ან განაღდებულ გზავნილზე მოცულობით 200 ერთეული ან მეტი, მომხმარებელს გადაეცემა ერთი სასაჩუქრე კუპონი. სამი სასაჩუქრე კუპონის შეგროვებისთანავე, მომხმარებელს კუპონების სანაცვლოდ საჩუქრად გადაეცემა "საქრთველოს ბანკის" ბრენდირებული ჩანთა.
საჩუქრები გაიცემა "საქრთველოს ბანკში" 2010 წლის 13 დეკემბრიდან, 2011 წლის 20 მარტამდე.
აქციაში მონაწილეობს "საქართველოს ბანკში" არსებული ყველა ფულადი გზავნილი: Western Union, ღია ფულადი გზავნილები, MoneyGram, Contact, Anelik, InterExpress, Unistream,ელვა, და "Быстрая Почта".